ვებ-საიტი არის პლატოფრმა სადაც მომხმარებელს დეტალურად შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას თქვენს კომპანიაზე, ყველაფერი აქაა ერთად თავმოყრილი და ჯერჯერობით
ყველაზე კომფორტული საშუალებაა ინფორმაციის გასაცნობად.
ლოგო კი არის ის რაც გამოხატავს კომპანიის იდენტობას და ერთ-ერთი პირველია რაც მომხმარებელს თვალში ხვდება
და ყურადღებას იქცევს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი განვათავსოთ სოც.ქსელებში სადაც ყველაზე მეტი პოტენციური კლიენტია.
სოც.ქსელები დღეს-დღეობით ერთ-ერთ
უდიდეს ბაზარს წარმოადგენს ნებისმიერ ბიზნესში. თუ სოც.ქსელში შენი ბიზნესი პოპულარული და მომხმარებლის მხრიდან
ნდობით სავსეა, ესეიგი წარამტებული ბიზნესი გაქვს. მაგალითად ავიღოთ ფეისბუქი. ნებისმიერ კომპანიას აქვს ფეისბუქზე საკუთარი გვერდი განთავსებული, მაგრამ ის მარტო არარის.
უამრავი მსგავსი "კონკურენტი" გვერდია ფეისბუქზე.
როგორ ხვდება მომხმარებელი რომელი უფრო სანდო და სასურველია მისთვის?
არაერთი მახასიათებელი არსებობს რაც ნებისმიერ მომხმარებელს იზიდავს და ნდობას უჩენს ან პირიქით, სურვილს უკარგავს კომპანიასთან დასაკავშირებლად.
განვიხილოთ ორი გამოგონილი სამშენებლო კომპანიის გვერდი:
აქვს სახელი, ვებსაიტი, ლოგო, ბანერი, პოსტერი, მითითებული აქვს აღწერაში ინფორმაცია და სხვა.
არც სახელი, არც საიტი, არც ლოგო და სხვა დიზაინი, არც აღწერა, მხოლოდ უხარისხო ფოტოები