სერვისები

ჩვენ გთავაზობთ სერვისებს, რომელიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარმატების მიღწევასა და მომხმარებლისთვის ნდობის მოპოვებაში

ვებ დეველოპმენტი

ვებ-საიტის გარეშე თანამედროვე ბიზნესის გამართვა წარმოუდგენელია. მომხმარებლის უმეტესობა თქვენს ბიზნესებს სწორედ ინტერნეტში ეძებს, ამიტომ აქ თქვენს შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საიტის დამზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა თითოეული კომპანიისთვის. ჩვენ დაგიმზადებთ თანამედროვე, სრულყოფილ, მომხმარებლისთვის კომფორტულ, თქვენს იდეებსა და სურვილებზე მორგებულ ვებ-საიტს. რომელიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს ზრდა-განვითარებაში და მომხმარებელს მთლიანად დაანახებს თქვენს პოტენციალს.

გამართული ვებ-საიტი ხდის თქვენს ბიზნესს სრულყოფილს.

ლოგოს დიზაინი

ჩვენ ვთვლით, რომ კომპანიისთვის სახელი, ლოგო და ვებ-საიტი ისეთივე მნიშვნელობისაა როგორც სახელმწიფოსთვის დროშა, გერბი და ჰიმნი. ლოგო არის ნებისმიერი კომპანიის თუ ბიზნესის სახე. ვიზუალურად სწორედ ლოგო გამოარჩევს თქვვენს კომპანიას სხვებისაგან. ლოგო უზრუნველყოფს ბრენდის ჩამოყალიბებას, რომელზეც იქნება აგებული მთელი კომპანიის მარკეტინგი, იქნება ეს ვებსაიტი, სოც.ქსელები, პროდუქტები თუ სხვა. ლოგოს დამსახურებით ხდება კომპანია მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი.

ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს მოთხოვნებს და ვცდილობთ ლოგო იყოს მარტივად აღქმადი და ამავდროულად კომპანიის იდენტობის გამომხატველი.

სარეკლამო დიზაინი

ლოგოსთან ერთად ასევე უმნიშვნელოვანესია სარეკლამო დიზაინი, იქნება ეს პოსტერი, ბანერი თუ სხვა. სარეკლამო დიზაინი დიდ როლს თამაშობს კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში. კარგი სარეკლამო დიზაინი სოც.მედიაში გახდის თქვენს კომპანიას გამორჩეულს.

ტქვენი კომპანიის ლამაზი სარეკლამო დიზაინი ისეთივე მნიშვნელობისაა როგორც ფილმის პოსტერი.

SEO

Search Engine Optimization - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დეტალი თქვენს საიტზე. რაც უფრო ოპტიმიზირებულია ის, თქვენი საიტის პოზიცია უფრო მაღალია და შესაბამისად უფრო მეტი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

SEO ოპტიმიზაცია დაეხმარება თქვენს ბიზნესს წარამტების მიღწევაში კონკურენტულ გარემოში.

Code Cleaning

შეიძლება თქვენს საიტს აქვს გაურკვეველი ან ცუდად აღქმადი კოდი, ან არ მოგწონთ დიზაინი და გინდათ განაახლოთ, ან გინდათ დაამატოთ რაიმე ფუნქციონალი.

მაშინ ჩვენ დაგეხმარებით ამ ყველაფერში.

UI/UX დიზაინი

UI/UX დიზაინი განსაზღვრავს ვებგვერდის ან აპლიკაციის გრაფიკულ განლაგებას, საიტის ესთეტიკას და მომხმარებლისთვის მოხერხებულ ურთიერთქმედებას ამ დიზაინთან.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ვებ-საიტის გამორჩეულ და მომხმარებლისთვის ადვილად აღქმად დიზაინს.