დომენი

დომენი არის ის უნიკალური მისამართი რაც ენიჭება საიტს (example.com) ან ფოსტას (example@gmail.com).
დომენები იყოფა სამ ძირიტად კატეგორიად: გლობალური (.com, .net, .org), კონკრეტული ქვეყნების (.ge, .uk, .de) და სპეციალური (.tv, .mobi)
დომენში შეიძლება გამოყენებული იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი (-).
სიმბოლოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

დომენისს შეძენა ხდება 1 წლის ვადით, ხოლო ზოგიერთი შეიძლება 1-10 წლამდე.

დომენი არის თქვენი ორგანიზაციის ინტერნეტ მისამართი, შესაბამისად მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. როცა საკუთარი დომენი გაქვთ ეს მომხმარებლისთვის უფრო სანდოდ ჩანს. თუ დომენს კარგად შეარჩევთ ის ერთგვარი რეკლამაც იქნება თქვენი კომპანიისთვის, რადგან კარგი მისამართი სტუმრების მიზიდვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.

დომენს დიდი მნიშვნელობა აქვს SEO ოპტიმიზაციაშიც. ბრაუზერის საძიებო ალგორითმისთვის "ფასიანი" დომენი უფრო სანდოა და შესაბამისად უფრო მაღალ პოზიციებს იკავებს. რაც კიდევ უფრო ზდრის ვიზიტორთა რაოდენობას.